Thursday, October 6, 2016

პროექტის სახელწოდება:  თამარს ვაქებდეთ მეფესა
პროექტის აქტუალობა:  თემის შერჩევა მოხდა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებმა მწირი ინფორმაცია მიიღეს თამარ მეფეზე მე-6 კლასში (მე-7 კლასში საერთოდ არ ისწავლება) და სურთ ცოდნის გაღრმავება საკითხთან დაკავშირებით. (თამარის საფლავი)
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ თამარზე,როგორც მეფეზე და წმინდანზე: როდის მეფობდა, ვინ იყვნენ მისი წინაპრები, როგორი სახელმწოფო ჩაიბარა,რომელი ბრძოლები გადაიხადა  და რა ღონისძიებები გაატარა მან ქვეყნის ასაღორძინებლად.როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან.მოსწავლეები გაიგებენ, თუ როგორ ჰპოვა ასახვა თამარის სახემ პროზასა და პოეზიაში.
მონაწილეთა ასაკი: VI-VII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება მოპოვებული მასალა პროექტთნ დაკავშირებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები: ფოტო მასალა, რუკა, ისტორიული წყაროები, ლეგენდები,თქმულებები, პრესკები, რუკა, ვიდეო და აუდიო მასალა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         თამარი,როგორც პოლიტიკური მოღვაწე.
·         ,,ოქროს ხანა“.
·         შამქორისა და ბასიანის ბრძოლები.
·         ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი.ლექსები და თქმულებები თამარზე.
საკითხების განაწილების შემდეგ ჯგუფში ირჩევენ ლიდერს,რომელიც გააკონტროლებს პროექტის თითოეული მონაწილის მუშაობას. თემების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები თანამიმდევრულად წარადგენენ მოძიებულ მასალას და იწყებენ პრეზენტაციას. ოლოს მოხდება პროექტის შეფასება. შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: კვლევა, ენობრივი გაართულობა, პრეზენტაცია.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
ქართული ენა და ლიტერატურა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა